ენდოდონტია — კბილის არხების მკურნალობა

CSI CLINIC
Apr 4, 2021

--

ენდოდონტიური მკურნალობა ხორციელდება კარიესის, პულპიტის (ნერვის ანთების), პერიოდონტიტის და კბილის ტრავმის(მოტეხილობის) დროს.

როდის ხდება ენდოდონტიური ჩარევა საჭირო?

ღრმა კარიესის დროს ხშირად კბილის ქსოვილები იმდენად ღრმადაა დაზიანებული, რომ კბილის არხში არსებულ ნერვამდეც კი აღწევს. კარიესის დაგვიანებული მკურნალობის შედეგად, პროცესი რთულდება და ვითარდება ნერვ-სისხლ-ძარღვოვანი ქსოვილის, პულპის ანთება ანუ პულპიტი. პულპიტის შემდგომ კი იწყება ფესვის ირგვლივ ქსოვილის ანთება-პერიოდონტიტი.

პულპიტი-კბილის ნერვის ანთებაა და ხასიათდება მწვავე, შეტევითი ხასიათის ტკივილით.

პერიოდონტიტი-კბილის ფესვის მწვერვალზე განვითარებული ანთებაა და ხასიათდება ყრუ ხასიათის მუდმივი ტკივილით. ტკივილი მატულობს კბილის კბილზე დაჭერისას.

რას გულისხმობს ენდოდონტიური მკურნალობა?
ენდოდონტიური მკურნალობა გულისხმობს: კბილის არხების გაწმენდას პათოგენური მიკროფლორისგან, მათ მექანიკურ და ქიმიურ ულტრაბგერით დამუშავებას, ჰერმეტულ დაბჟენას.

თუკი შეამჩნევთ და იგრძნობთ მსგავსი სახის სიმპტომებს, აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი და არხების მკურნალობა.

სტომატოლოგიური კლინიკა “სი ეს აი”

მიცკევიჩის #46

ტელ: 551 04 72 75

--

--

No responses yet